თავში

ევროკავშირმა ყირიმის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

​ევროკავშირმა ყირიმის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირმა ყირიმის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ ორშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ დაწესებული სანქციების 2022 წლის 23 ივნისამდე გაეხანგრძლივებინა. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

ევროკავშირის საბჭოში აღნიშნეს, რომ შეზღუდვები მოიცავს ევროკავშირში ოკუპირებული ყირიმიდან და სევასტოპოლიდან პროდუქციის იმპორტს, ასევე ინფრასტრუქტურულ და ფინანსურ ინვესტიციებს, ასევე ტურისტულ სერვისებს.

სანქციები პირველად 2014 წლის ივნისში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შელახვისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის საპასუხოდ დაწესდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system