თავში

ევროკავშირს ირანისთვის ახალი სანქციების თავიდან აცილება სურს

​ევროკავშირს ირანისთვის ახალი სანქციების თავიდან აცილება სურს
ევროკავშირს ირანისთვის ახალი სანქციების თავიდან აცილება სურს

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის გადაწყვეტილება, აამოქმედოს ირანის ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული დავების მექანიზმი, ირანისთვის არა გაერო-ს ახალი სანქციების დაწესებას, არამედ შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესრულებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა და ირანთან ბირთვული შეთანხმების თავმჯდომარემ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა..

"ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ირანთან ბირთვული შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრას და არა ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა სტრასბურგში ევროპარლამენტში გამოსვლისას.

დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა, ირანის ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული დავების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საერთო განცხადება დღეს გაავრცელეს.

„ირანის ქმედებებიდან გამომდინარე, სხვა გზა არ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ შეშფოთება გამოვთქვათ იმაზე, რომ ირანი შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს. შეთანხმების 36-ე პუნქტის თანახმად, დავების მექანიზმის ფარგლებში ამ საკითხს ერთობლივ კომისიას გადავცემთ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

თეირანმა 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება სრულად 5 იანვარს დატოვა. რამდენიმე დღის წინ ლონდონმა, პარიზმა და ბერლინმა თეირანს შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system