თავში

ევროკავშირს კორონავირუსზე ჩამდინარე წყლების შემოწმება სურს

ევროკავშირს კორონავირუსზე ჩამდინარე წყლების შემოწმება სურს
ევროკავშირს კორონავირუსზე ჩამდინარე წყლების შემოწმება სურს
© dw.com

ევროკომისია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, კორონავირუსთან საბრძოლველად ჩამდინარე წყლები გააკონტროლონ. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

"მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რაც შეიძლება სწრაფად ჩამოაყალიბონ ჩამდინარე წყლების მონიტორინგის ეფექტური სისტემები და უზრუნველყონ, რომ შესაბამისი მონაცემები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვის ორგანოებისთვის", - განაცხადა გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისარმა ვირჯინიუს სინკევიჩიუსმა.

ოფიციალური პირის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ ყველა არსებული შესაძლებლობა კორონავირუსის და მისი ახალი შტამების დასადგენად.

მას მიაჩნია, რომ ჩამდინარე წყლების მონიტორინგის სისტემა 6 თვემდე ვადაში უნდა შეიქმნას და ევროპის ქალაქებსა და დიდ თემებში ჩამდინარე წყლების ნიმუშის აღება კვირაში ორჯერ უნდა მოხდეს.

"ნიმუშებში კორონავირუსის არ არსებობის შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რეგიონი, სადაც COVID-19-ის გავრცელების დაბალი რისკია", - დასძინა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system