თავში

ევროკავშირში ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურება ერთნაირი არ არის - პროფკავშირები

და მამაკაცების ანაზღაურება ერთნაირი არ არის - პროფკავშირები

ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გაცხადებით, ევროპაში ქალები, რომლებიც იმავე სამუშაოს ასრულებენ, იმავე ცოდნას და უნარებს ფლობენ, რასაც მამაკაცები, მათზე გაცილებით ნაკლებს ანაზღაურებას იღებენ.

პროფკავშირების მსხვილმა ორგანიზაციამ, რომელიც ევროკავშირის 38 სახელმწიფოს 45 მილიონ წევრს აერთიანებს, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ორი ქვეყნის - გერმანიისა და რუმინეთის მონაცემები შეადარა. შედარებისთვის აღებული იყო საყოფაცხოვრებო სექტორში მომუშავე ქალები და მანქანათმშენებლობაში მომუშავე მამაკაცები. შედარებისთვის რამდენიმე კრიტერიუმი განიხილებოდა, მათ შორის ფიზიკური ძალისხმევა და პასუხისმგებლობა. შედარებული იყო ერთი და იგივე ასაკის სრული განაკვეთით მომუშავე პირები და ასევე კომპანიებში ხანგრძლივი კონტრაქტით მომუშავე პერსონალი.

გერმანიაში საყოფაცხოვრებო სექტორში მომუშავე ქალები თვეში 865 ევროთი ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები, რომლებიც მანქანებს აწარმოებენ. რაც შეეხება რუმინეთს, სადაც ანაზღაურება ისედაც დაბალია, საშუალო სხვაობა ქალისა და მამაკაცის ხელფასს შორის 244 ევროს შეადგენს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, თანამდებობაზე მოსვლის პირველი 100 დღის განმავლობაში, სახელფასო ანაზღაურების გამჭვირვალობის მოთხოვნით სავალდებულო ზომების დაწესებას გეგმავდა, თუმცა პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ დოკუმენტის დეტალები უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system