თავში

ევროკავშირში კოვიდ-პასპორტების შემოღებაზე ვერ შეთანხმდნენ

​ევროკავშირში კოვიდ-პასპორტების შემოღებაზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირში კოვიდ-პასპორტების შემოღებაზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს დაესრულებინათ მუშაობა კორონავირუსის ვაქცინაციის პასპორტების შემოღების საკითხზე, რაც ტურისტული ინდუსტრიის განახლების საშუალებას იძლევა. მოლაპარაკებები 2021 წლის 20 მაისს გაგრძელდება.

ევროკომისიამ მოლაპარაკებების დასაწყისში, 2021 წლის მარტში წამოაყენა ,,ციფრული მწვანე სერთიფიკატის’’ შემოღების ინიციატივა, რომლითაც ივნისის დასაწყისში, ვაქცინირებულ ტურისტებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და გადაადგილება შეეძლებათ. პასპორტში აცრის გაკეთების გარდა, აღნიშნული იქნება ის შემთხვევაც, როდესაც ადამიანი ახლად გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.

დოკუმენტის საფუძველზე, ტურისტებს შეეძლებათ განთავისუფლდნენ საკარანტინო ღონისძიებებისგან, თუმცა თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ 27-დან, თავად უნდა გადაწყვიტოს თუ რა პრივილეგიები მიენიჭებათ კოვიდ-პასპორტის მქონე ადამიანებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system