თავში

ევროკავშირში, შესაძლოა, AstraZeneca ვაქცინა იანვრის ბოლოს დამტკიცდეს

ევროკავშირში, შესაძლოა, AstraZeneca ვაქცინა იანვრის ბოლოს დამტკიცდეს
ევროკავშირში, შესაძლოა, AstraZeneca ვაქცინა იანვრის ბოლოს დამტკიცდეს

AstraZeneca-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ევროკავშირში შესაძლოა 2021 წლის 29 იანვარს დამტკიცდეს. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ამ დროისთვის დამტკიცებულია ორი ვაქცინა, მაგრამ უახლოეს დღეებში მესამე უნდა დამტკიცდეს. ეს უნდა მოხდეს 29 იანვარს", - განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იტალიაში საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა 2021 წლის 30 აპრილამდე გაგრძელდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system