თავში

ევროკავშირში უკვე 200 მილიონი აცრა გააკეთეს

​ევროკავშირში უკვე 200 მილიონი აცრა გააკეთეს
ევროკავშირში უკვე 200 მილიონი აცრა გააკეთეს

ევროკავშირში ამ დროისთვის 200 მილიონი დოზა ვაქცინა უკვე გამოყენებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროგაერთიანება ცდილობს სწრაფად მიუახლოვდეს დასახულ მიზანს, რაც ივლისის ბოლოსთვის უფროსი თაობის მოქალაქეების 70-%-ის სრულ ვაქცინაციას, ანუ 448-დან 255 მილიონი ადამიანის ორივე დოზით აცრას გულისხმობს.

ამ დროის მონაცემებით, 52,9 მილიონი მოქალაქე, ანუ მოსახლეობის 11,8% ორივე დოზით ვაქცინირებულია. ევროკავშირის ფარგლებში BioNTech/Pfizer, Moderna, AstraZeneca Johnson&Johnson -ის ვაქცინები გამოიყენება. Johnson&Johnson-ით ვაქცინაცია მხოლოდ ერთ დოზას საჭიროებს.ვაქცინაციის ტემპის თვალსაზრისით ევროკავშირის მასშტაბით მალტა ლიდერობს. იქ სრულად იმუნიზებული მოსახლეობის 32,5%-ია. ბულგარეთში კი პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს და ჯერ მოქალაქეების მხოლოდ 6,1%-ია აცრილი. გერმანიაში სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა 11,1%-ს, საფრანგეთში 13,5%-ს, იტალიაში 14,5%-ს, ესპანეთში კი - 15,4%-ს აღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system