თავში

ევროკომისია AstraZeneca-ს სასამართლოში უჩივლებს

ევროკომისია AstraZeneca-ს სასამართლოში უჩივლებს
ევროკომისია AstraZeneca-ს სასამართლოში უჩივლებს

ევროკომისია AstraZeneca-ს წინააღმდეგ სარჩელის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც ჩანს, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ინგლისურ-შვედური მწარმოებელის წინააღმდეგ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ კომპანიამ არაერთხელ დაარღვია მიწოდების პიროებები და ევროკავშირის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით მომარაგება შეწყვიტა.

სარჩელის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა Politico-ში გახდა ცნობილი. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ვაქცინების მწარმოებლებთან მოლაპარაკებებშია ჩართული ეს ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, ეს საკითხი ოთხშაბათს გამართული დიპლომატების შეხვედრის დროს განიხილეს.

სავარაუდო სამომავლო სარჩელთან დაკავშირებით AstraZeneca-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system