თავში

ევროკომისია ბრიტანეთის შიდა ვაჭრობის კანონპროექტით შეშფოთებულია

​ევროკომისია ბრიტანეთის შიდა ვაჭრობის კანონპროექტით შეშფოთებულია
ევროკომისია ბრიტანეთის შიდა ვაჭრობის კანონპროექტით შეშფოთებულია

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეშფოთებას გამოთქვამს დიდი ბრიტანეთის შიდა ბაზართან დაკავშირებული პროექტის გარშემო.

ბრიტანეთის შიდა ვაჭრობის კანონპროექტი, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიასთან საბაჟო პროცედურებს ეხება, დღეს უნდა გამოქვეყნდეს. პარლამენტი კენჭს მას მომდევნო კვირაში უყრის.

დოკუმენტი ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლს შეეხება, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების ნაწილია და ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის "მყარი საზღვრის" დაბრუნებას გამორიცხავს. ლონდონი აცხადებს, რომ კონკრეტულ სფეროებში უმნიშვნელო დაზუსტებას შეიტანს. ბრიუსელის განცხადებით, ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს შორის მომავალ პარტნიორობაზე მოლაპარაკებები მხოლოდ ბრექსითის სრული შეთანხმების შესრულების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

"შეშფოთებული ვარ დიდი ბრიტანეთის ხელისუფების განცხადებით ბრექსითის შეთანხმების დარღვევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს იქნება საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მნიშვნელოვნად შეასუსტებს ნდობას. შეთანხმებები უნდა შესრულდეს - ეს მომავალში წარმატებული თანამშრომლობის საფუძველია", განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system