თავში

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერთან უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტი განიხილა

​ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერთან უკრაინის გავლით ბუნებრივი ა
ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერთან უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტი განიხილა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი არისი სამმხრივი ხელშეკრულება განიხილა.

"ოხარული ვიყავი ბერლინის კონფერენციის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრით. ჩვენ უკრაინას, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ბუნებრივი აირის ხელშეკრულებაზე ვისაუბრეთ", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი "ტვიტერზე". 

30 დეკემბერს კომპანიებმა "ნაფტოგაზი" და "გაზპრომი" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომელის ბუნებრივი აირის ტრანზიტს ეხება და ერთმანეთის მიმართ სასამართლო დავებზე უარის თქმას ითვალისწინებს. "გაზპრომი" არბიტრაჟის გადაწყვეტილების თანახმად კომპენსაციის სახით 7,4 მლრდ აშშ დოლარის გადახდას დათანხმდა, უკრაინამ კი "გაზპრომის" 7,4 მლრდ ოდენობის ჯარიმა ჩამოწერა, რომელიც რუსულ კომპანიას ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის დააკისრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system