თავში

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების საქმეზე სასამართლო იწყება

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების საქმეზე სასამართლო იწყება
ევროპაში კორონავირუსის გავრცელების საქმეზე სასამართლო იწყება

დღეს ვენაში იწყება სასამართლო პროცესი, რომელიც სათხილამურო კურორტ იშგლს უკავშირდება. ითვლება, რომ შარშან, კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს, ევროპაში COVID-19-ის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი კერა გახდა. ინფორმაციას AFP ავრცელებს.

მსოფლიოს 45 ქვეყნის 6000-მდე მოქალაქე აცხადებს, რომ ან უშუალოდ ისინი, ან მათი ახლობლები სწორედ იშგლში დაინფიცირდნენ, 32 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. საქმეში იშგლის მერიც ფიგურირებს.

მოსარჩელე მხარე მათ ადამიანების სიცოცხლისთვის რისკის შექმნაში ადანაშაულებს. სარჩელში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას კურორტი უნდა დაეხურა. დაზარალებულები კომპენსაციასაც ითხოვენ.

ცნობისთვის, 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული დამოუკიდებელი ანგარიშის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლება დაგვიანებით და არაკოორდინირებულად მუშაობდა. საბაგიროები გვიან დაიხურა, დამსვენებლები კი სათანადოდ ინფორმირებულები არ იყვნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system