თავში

ევროპაში კორონავირუსით მილიონი ადამიანი გარდაიცვალა

ევროპაში კორონავირუსით მილიონი ადამიანი გარდაიცვალა
ევროპაში კორონავირუსით მილიონი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიო მცდელობის მიუხედავად შეაჩეროს და მართოს კორონავირუსი, ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი ჯერ კიდევ დრამატულად იზრდება. ევროპის 52 ქვეყანაში პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1 000 288-ს მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით კი კორონავირუსით სულ 2,9 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიის თვალსაზრისით ამ ეტაპზე სამყარო კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება. ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 7 კვირაა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 4 კვირაა ისევ იზრდება.

მსოფლიოში სულ კორონავირუსის 136, 6 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. 23, 8 მილიონი ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 109,8 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system