თავში

ევროპაში NATO-ს მასშტაბური წვრთნები დაიწყო

ევროპაში NATO-ს მასშტაბური წვრთნები დაიწყო
ევროპაში NATO-ს მასშტაბური წვრთნები დაიწყო

ევროპაში NATO-ს სამხედრო ავიაციის მასშტაბური წვრთნები Astral Knight-21 დაიწყო. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის განცხადებით, სწავლებებში მონაწილეობას ალბანეთის, ხორვატიის, საბერძნეთის, იტალიისა და სლოვენიის სამხედრო ძალები მიიღებენ.

უწყების ინფორმაციით, წვრთნებში ასევე მონაწილეობას აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაციის 1200-მდე სპეციალისტი, მათ შორის აშშ-ის საჰაერო ძალების 31-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკის მფრინავები და ტექნიკური ჯგუფები, 606-ე საჰაერო მოძრაობის კონტროლის ესკადრილია, 555-ე გამანადგურებელი და 56-ე სამაშველო ესკადრილიები და სხვა დამხმარე დანაყოფები მიიღებენ. Astral Knight-21 ღონისძიებები 13 მაისიდან 21 მაისამდე გაგრძელდება .

წვრთნებში, რეალური სამხედრო და საფრენი მანევრების გარდა, სწავლება ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტასაწინააღმდეგო თავდაცვის კომპიუტერული სცენარების საფუძველზე განხორციელდება.

ღონისძიებაში ჩართული იქნება აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების F-15E Strike Eagles და რეაქტიული გამანადგურებელი F-16, HH-60 Pave Hawks და C-130J Super Hercules თვითმფრინავები, იტალიის, საბერძნეთისა და ხორვატიის საჰაერო ძალების F-35 Lightning II, F-16, Emb-145 Erieye და MiG-21 BisD / UMD თვითმფრინავები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system