თავში

ევროპაში ტუბერკულოზის ეპიდემიაა მოსალოდნელი?

​ევროპაში ტუბერკულოზის ეპიდემიაა მოსალოდნელი?
ევროპაში ტუბერკულოზის ეპიდემიაა მოსალოდნელი?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებით აკვირდება ევროპაში ტუბერკულოზის შემთხვევების სტატისტიკას და ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობს.

ჯანმო-ს განცხადებით, ტუბერკულოზის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად ევროპის სახელმწიფოებმა რეაგირება არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის, არამედ პოლიტიკურ დონეზეც უნდა მოახდინონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ევროპაში ტუბერკულოზის ნაკლები შემთხვევები დაფიქსირდა, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. მიუხედავად მისა, ეს ციფრები მაინც საგანგაშოა, რადგან შემთხვევების კლება არა ვითარების გაუმჯობესებით, არამედ, კორონავირუსის გამო დიაგნოსტიკური სისტემის პარალიზების შედეგი იყო. ჯანმო-ში აცხადებენ, რომ თუ ახლავე არ მოხდა დაავადებულთა თუნდაც 15%-ის გამოვლენა, მათი რიცხვი შესაძლოა 30%-ით გაიზარდოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system