თავში

ევროპის წამლების სააგენტომ Spikevax-ის მოზარდებში გამოყენება დაამტკიცა

​ევროპის წამლების სააგენტომ Spikevax-ის მოზარდებში გამოყენება
ევროპის წამლების სააგენტომ Spikevax-ის მოზარდებში გამოყენება დაამტკიცა

ევროპის წამლების სააგენტო EMA-მ ევროკავშირში, 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში Moderna-ს  მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Spikevax-ის გამოყენება დაამტკიცა.

ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფშიც სტანდარტულად მოხდება ვაქცინის გამოყენება - ორი დოზა 4 კვირის ინტერვალით.

EMA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვლევაში 12-17 წლის ასაკის 3 732 პირი მონაწილეობდა. მათგან, ვინც ვაქცინა მიიღო, კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა, ხოლო ვისაც პლაცებო გაუკეთეს, მათ შორის 4 პირი დაინფიცირდა. 

კვლევით აღმოჩნდა, რომ Moderna-ს ვაქცინა მოზარდებშიც ისევე ეფექტურია, როგორც ზრდასრულებში. 

რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, ისინი მსუბუქი ან საშუალო ხასიათისაა და ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში გაივლის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system