თავში

ევროპისთვის +50-მდე სიცხე, შესაძლოა, ნორმად იქცეს - მეცნიერები

ევროპისთვის +50-მდე სიცხე, შესაძლოა, ნორმად იქცეს - მეცნიერები
ევროპისთვის +50-მდე სიცხე, შესაძლოა, ნორმად იქცეს - მეცნიერები

საუკუნის ბოლოსთვის ევროპაში +50°C სიცხის სითბური ტალღები ყოველწლიურად დაფიქსირდება, თუკი ქვეყნები ემისიას სასწრაფოდ არ შეამცირებენ. ინფორმაციას მეტეოროლოგიურ ბიუროზე დაყრდნობით Independent ავრცელებს.

ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ზაფხულს ევროპაში მომაკვდინებელი სიცხის ტალღა, რომელსაც "ლუციფერი" უწოდეს და სიცილიაში ტემპერატურის ახალი რეკორდი +48,8°დაამყარა, კლიმატური კრიზისის შედეგად წარმოიქმნა.

"კლიმატის საშიში ცვლილება უკვე ჩვენთანაა“, - განაცხადა ანალიზის ავტორმა და დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური ბიუროს ექსტრემალური ამინდის პირობების წამყვანმა ექსპერტმა, პროფესორმა პიტერ სტოტმა.

მისი თქმით, ევროპაში +48,8°-ისა და კანადაში +49,6°-ის დაფიქსირების შემდეგ ამას ხანძრები, ჯანმრთელობაზე სოფლის მეურნეობაზე ზემოქმედება მოჰყვა.

"ახლა გლობალური დათბობის მხოლოდ 1 გრადუსია. სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება”, - განაცხადა მან.

პროფესორის თქმით, ევროპაში ასეთი სიცხე ახლა, შესაძლოა, სამ წელიწადში ერთხელ იყოს მოსალოდნელი და ამის მიზეზი გლობალური დათბობაა.

"კლიმატის კიდევ უფრო საშიში ცვლილების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა სტოტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system