თავში

ევროპოლმა და FBI-მ საერთაშორისო კიბერბანაშაულის ქსელი აღკვეთა

ევროპოლმა და FBI-მ საერთაშორისო კიბერბანაშაულის ქსელი აღკვეთა
ევროპოლმა და FBI-მ საერთაშორისო კიბერბანაშაულის ქსელი აღკვეთა

ევროპისა და ამერიკის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ რამდენიმე ქვეყანაში დააპატიმრეს "QQAAZZ-ის" 20 წევრი, რომლებიც კიბერდამნაშავეებთან ერთად მთელ მსოფლიოში მოქმედებენ. მათ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მრავალი მსხვერპლისგან მოპარული ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ New Europe წერს.

ოპერაციას, სახელწოდებით "2BaGoldMule", კოორდინაციას უწევდა ევროპოლი. მას ხელმძღვანელობდნენ პორტუგალიელი გამომძიებლები და FBI.

ევროპოლმა განაცხადა, რომ 40-ზე მეტი სახლის ჩხრეკვა ესპანეთში, იტალიაში, ბულგარეთსა და ლატვიაში ჩატარდა. 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, "QQAAZZ-ის" წევრები თაღლითურ საქმიანობას ეწეოდნენ რუსეთში, ლატვიაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და ბელგიის ქვეყნებში. მათ დაზარალებულთა საბანკო ანგარიშებიდან "QQAAZZ-ის" მიერ კონტროლირებად სხვა საბანკო ანგარიშებზე თანხა გადარიცხეს.

"ამ ოპერაციამ აჩვენა, რომ ამ თანამშრომლობის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია, ერთად გავუმკლავდეთ კიბერდანაშაულის გლობალურ პრობლემას. ეს ერთადერთი გამოსავალია", - განაცხადა პორტუგალიის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული განყოფილების დირექტორმა.

ეჭვმიტანილების მიმართ აშშ-ში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system