თავში

ევროსაბჭო: რასისტულ ნიადაგზე დანაშაულთა რიცხვი იზრდება

​ევროსაბჭო: რასისტულ ნიადაგზე დანაშაულთა რიცხვი იზრდება
ევროსაბჭო: რასისტულ ნიადაგზე დანაშაულთა რიცხვი იზრდება

ევროპის ბევრ ქვეყანაში ამჟამად რასიზმის, ულტრანაციონალიზმის, ანტისემიტიზმისა და ანტიმუსულმანური სიძულვილის გამოვლენა ძლიერდება, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს რასიზმსა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

"ევროპას შოკისმომგვრელ რეალობასთან აქვს საქმე: სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ანტისემიტური, ანტიმუსულმანური და სხვა რასისტული დანაშაული შემაშფოთებელი ტემპებით იზრდება, რისი უკანასკნელი მაგალითია სროლა, რომელიც ექსტრემისტმა გერმანიის ქალაქ ჰანაუში ატეხა", - აღნიშნა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.

მისი თქმით, მსგავს "ამაზრზენ მოქმედებებს ხშირად ემატება ავი განცხადებები და მტკიცება შეთქმულების თეორიის შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში ვრცელდება".

"ჩვენ რასისტ-ექსტრემისტების მომწამლავი რიტორიკა უნდა შევაჩეროთ, რომელიც ჩვენს დემოკრატიებს პირდაპირ გულში ურტყამს. ევროსაბჭოს ქვეყნებმა მემარჯვებე ხასიათის მქონე მზარდი საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა უნდა წამოიწყოს, მათ შორის ევროპის საბჭოს რასიზმსა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკომისიასთან თანამშრომლობისა და მისი რეკომენდაციების უფრო აქტიური გამოყენების გზით", - აცხადებს ევროსაბჭოს ხელმძღვანელი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რასისტული და ქსენოფობიური გამოვლინებებთან გამკლავების კუთხით სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ მათ, ვინც მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს იცავს, კერძოდ თანასწორობის საკითხებში ეროვნულ ორგანოებს, სათანადო ფინანსური რესურსები და კადრები არ გააჩნიათ. ასევე მცირეა უფლებამოსილება, რომლის ფარგლებში მსხვერპლს დახმარება უნდა გაეწიოს და მათი ინტერესების დაცვა სასამართლოებში მოხდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system