თავში

"ევროვიზია 2021-ს" 3500 გულშემატკივარი დაესწრება

"ევროვიზია 2021-ს" 3500 გულშემატკივარი დაესწრება
ევროვიზია 2021-ს 3500 გულშემატკივარი დაესწრება

წლევანდელი ევროვიზიის კონკურსს, რომელიც როტერდამში გაიმართება, 3500 გულშემატკივარი დაესწრება. ინფორმაცია ჰოლანდიის მთავრობამ დაადასტურა. ამის შესახებ Sky იუწყება. 

მთავრობის განცხადებით, კონკურსზე მკაცრად გაკონტროლდება უსაფრთხოების წესები. დარბაზი გულშემატკივრებით მხოლოდ 20%-ით გაივსება. ამასთან, თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს გაკეთებული კორონავირუსის ტესტი ბოლო 24 საათის განმავლობაში.  ბილეთები ხელმისაწვდომი მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იქნება, ვინც ის 2020 წელს გასამართი კონკურსისთვის შეიძინა. 

აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ 9 "ლაივ" კონცერტს.

ევროვიზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ ოსტერდალმა განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში, დარბაზში გულშემატკივრების დაშვებით მოხარულია და ნიდერლანდების ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system