თავში

ევროვიზიის კონკურსანტს კორონავირუსი დაემართა

ევროვიზიის კონკურსანტს კორონავირუსი დაემართა
ევროვიზიის კონკურსანტს კორონავირუსი დაემართა

ევროვიზიის კონკურსის მონაწილე ისლანდიური ჯგუფის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად ჯგუფი კონკურსში პირადად მონაწილეობას აღარ მიიღებს, თუმცა სიმღერა საკონკურსო სიაში რჩება. ევროვიზია 2021-ზე ისლანდიური ჯგუფის 13 ივნისის სარეპეტიციო გამოსვლის ჩანაწერი მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსანტების შემოწმებისას პოლონეთისა და ისლანდიის ჯგუფის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. დელეგაციები კარანტინში გააგზავნეს. განმეორებითი შემოწმებისას ისლანდიელ კონკურსანტს ვირუსი ისევ დაუდასტურდა, დანარჩენ მონაწილეებს კი არა. ისლანდიური ჯგუფი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, კარანტინში რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system