თავში

FDA-მ Moderna-სა და J&J-ის ვაქცინების ე.წ. ბუსტერებად გამოყენების ნებართვა გასცა

F​DA-მ Moderna-სა და J&J-ის ვაქცინების ე.წ. ბუსტერებად
FDA-მ Moderna-სა და J&J-ის ვაქცინების ე.წ. ბუსტერებად გამოყენების ნებართვა გასცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Moderna Inc-ისა და Johnson & Johnson -ის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ე.წ. "ბუსტერული" დოზის გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთან, უწყებამ განაცხადა, რომ ადამიანებს ვაქცინების არევა შეუძლიათ და მესამე დოზად ნებისმიერი (Pfizer, Moderna, Johnson & Johnson) ვაქცინა გამოიყენონ, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინით არიან მანამდე აცრილები.

ცნობისთვის, აშშ-ში წინა თვეში აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინის ე.წ. "ბუსტერული" დოზის გამოყენების ნებართვა გასცა.

ამასთან, ამ კვირის ბოლო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკონსულტაციო კომიტეტი შეიკრიბება და გასცემს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, ვინ და როდის უნდა მიიღოს ვაქცინების დამატებითი დოზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system