თავში

Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პირადმა ინფორმაციამ გაჟონა

Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პირადმა ინფორმაციამ გაჟონა
Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პირადმა ინფორმაციამ გაჟონა

Facebook-ს პერსონალური ინფორმაციის დაცვის თვალსაზრისით კვლავ პრობლემები აქვს. სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ინტერნეტში ჰაკერების ერთ-ერთ ფორუმზე უფასო წვდომით აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა Business Insider წერს.

გამოცემის ცნობით, საუბარია 106 ქვეყნის 533 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე: დაახლოებით 32 მილიონი მონაცემი ეკუთვნის შეერთებული შტატების მოსახლეობას,  11 მილიონი - ბრიტანეთის,  ექვსი მილიონი- ინდოეთის. სხვა ქვეყნებზე მომხმარებელთა უფრო მცირე რაოდენობა მოდის.

ქსელში მონაცემთა გაჟონვის შედეგად, საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი Facebook-ის მომხმარებელთა ტელეფონის ნომრები, მათი  სრული სახელები დაბადების თარიღები, ბიოგრაფია, უნიკალური სოციალური ქსელის იდენტიფიკატორები და ელექტრონული ფოსტის მისამართებიც კი.

"ჰადსონ როკის" ტექნიკურმა დირექტორმა აარონ გალმა განაცხადა, რომ ამ გაჟონვამ შეიძლება კიბერდანაშაულის ზრდა გამოიწვიოს. 

ამასთან, საყურადღებოა, რომ ეს Facebook-ის მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაჟონვის პირველი შემთხვევა არ არის. 2019 წელს სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებელის პირადი მონაცემები Amazon-ის საჯარო სერვერებზე აღმოაჩინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system