თავში

ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის მთავრობას ის უხელმძღვანელებს

​ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის მთავრობას ის უხელმძღვანელებს
ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის მთავრობას ის უხელმძღვანელებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მის პარტიას "სამოქალაქო შეთანხმება" ეროვნული ასამბლეაში მინიმუმ 71 მანდატი ექნება. ამის შესახებ ის "ტვიტერში" წერს.

"ამრიგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ახლადარჩეულ პარლამენტში პარტია "სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა (მინიმუმ 71 დეპუტატი 105-დან) ექნება და შექმნის მთავრობას, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ,“- წერს ფაშინიანი. 

სომხეთის ცესკო-მ ხმების დათვლა დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ "სამოქალაქო შეთანხმება ხმების 53.92 პროცენტი მიიღო.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება აზერბაიჯანთან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო. 2021 წლის 25 აპრილს ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა და მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის პოსტი დაიკავა. 3 და 10 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ვერ შეძლო, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system