თავში

ფაშინიანის საავტომობილო კორტეჟი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა - VIDEO

ფაშინიანის საავტომობილო კორტეჟი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა
ფაშინიანის საავტომობილო კორტეჟი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა  - VIDEO

ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის საავტომობილო კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ერევნის ცენტრში, ცენტრალური ბანკის შენობასთან მოხდა.

ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თავად ფაშინიანი, ამ დროისათვის, პარლამენტის საგანგებო სესიაში იღებს მონაწილეობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system