თავში

FDA-მ წონის კლების პირველ პრეპარატს ავტორიზაცია მიანიჭა

FDA-მ წონის კლების პირველ პრეპარატს ავტორიზაცია მიანიჭა
FDA-მ წონის კლების პირველ პრეპარატს ავტორიზაცია მიანიჭა

აშშ-სი სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ წონის კლების პრეპარატს ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ გამოცემა Science Alert წერს.

წონის მართვის ახალ მედიკამენტ Wegovy-ს დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk აწარმოებს. 

ამ წლის დასაწყისში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, რომელშიც 16 ქვეყნიდან  თითქმის 2 000 ჭარბწონიანი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ პრეპარატმა წონის კლებას 15%-ით შეუწყო ხელი.  

კვლევის ზოგიერთმა მონაწილემ კიდევ უფრო მეტი დაიკლო. ჯგუფის 30 პროცენტზე მეტმა წონის 20 პროცენტზე მეტი დაიკლო.

”ამ დონის ეფექტურობას ვერცერთი სხვა პრეპარატი ვერ აღწევს”, - ამბობს  მკვლევარი რეიჩელ ბატერჰემი ლონდონის უნივერსიტეტიდან. 

აშშ-ში აცხადებენ, რომ 20 წელს გადაცილებულთა სამ მეოთხედს წონის პრობლემა აქვს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ახალი მედიკამენტი მრავალ ადამიანს დაეხმარება წონის კლებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system