თავში

ერაყში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, მოკლულია 157 ადამიანი

ერაყი აქცია
ერაყში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, მოკლულია 157 ადამიანი

ერაყის სახელმწიფო კომიტეტმა საპროტესტო არეულობის გამოძიების პროცესში აღმოაჩინა, რომ დემონსტრაციებზე სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების შედეგად მოკლულია 157 ადამიანი.

სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ საყოველთაო არეულობის დროს სამართალდამცავებმა საკუთარ ძალებზე კონტროლი დაკარგეს, რასაც ქაოსი და157 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. მათი უმეტესობა - 149 - რიგითი მოქალაქეები არიან, 8 კი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი. ძალოვანებმა პროტესტის ჩასახშობად დემონსტრანტების წინააღმდეგ სნაიპერები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

უმუშევრობის მაღალი დონის, კორუფციისა და სოციალური სერვისების არარსებობის გამო ერაყში მასობრივი საპროტესტო აქციები 1 ოქტომბერს დაიწყო. მიუხედავად სისხლიანი წინააღმდეგობისა, მოსახლეობა საპროტესტო გამოსვლების განახლებას გეგმავს.

საგამოძიებო კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ მომხდარზე ბაღდადის ოპერაციების ხელმძღვანელი და უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები არიან პასუხისმგებელნი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system