თავში

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

​იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ფუკუსიმას პრეფექტურის სანაპიროსთან, ქვეყნის მთავარი კუნძულის ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთით 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ოკეანის ფსკერზე 40 კილომეტრ სიღრმეზე დაფიქსირდა.

რყევები იგრძნობოდა ჰონსიუს მთელ კუნძულზე, ტოკიოს ჩათვლით.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების, მსხვერპლის ან ცუნამის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system