თავში

ფიჯიმ კორონავირუსი დაამარცხა

​ფიჯიმ კორონავირუსი დაამარცხა
ფიჯიმ კორონავირუსი დაამარცხა

ფიჯის პრემიერ-მინისტრი, ფრენკ მბაინიმარამა აცხადებს, რომ ქვეყანაში არც ერთი კოვიდინფიცირებული აღარ დარჩა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"ცოტა ხნის წინ ფიჯიზე COVID-19 ინფიცირებული, ჩვენი ბოლო აქტიური პაციენტი გამოჯანმრთელდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ჩატარებული ტესტების რიცხვი მატულობს, უკვე 45 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ინფიცირების ბოლო შემთხვევა დავარეგისტრირეთ. გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 100 პროცენტს შეადგენს", - წერს პრემიერი.

ფიჯიზე ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 19 მარტს დაფიქსირდა. ქვეყანაში, ეპიდემიის დაწყებიდან, COVID-19-ის 18 შემთხვევა იყო გამოვლენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system