თავში

ფიჯიზე 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ფიჯიზე 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ფიჯიზე 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, ფიჯის არქიპელაგის აღმოსავლეთით 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ განცხადებას ევროპა-ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. 

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ლევუკას აღმოსავლეთით, 340 კმ-ის დაშორებით, ხოლო ტონგის სამეფოს დედაქალაქიდან - ნუკუალოლოფადან დაახლოებით 356 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა. 

სტიქიის ეპიცენტრი 392 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.

დაზარალებულთა და შესაძლო ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system