თავში

ფილადელფიაში პროტესტი დარბევაში გადაიზარდა - VIDEO

​ფილადელფიაში პროტესტი დარბევაში გადაიზარდა
ფილადელფიაში პროტესტი დარბევაში გადაიზარდა - VIDEO

პენსილვანიის ქალაქ ფილადელფიაში ათასამდე მოქალაქემ საპროტესტო მსვლელობა გამართა, რაც მალევე არეულობასა და დარბევაში გადაიზარდა. მოსახლეობის პროტესტი პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა კასტროსა და არამინგოს რაიონებში ქუჩები დაარბიეს და მაღაზიები გაძარცვეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულია 30-მდე პოლიციელი. დაკავებულია ათობით ადამიანი.ფილადელფიაში ეროვნული გვარდიის დანაყოფებია მობილიზებული.

26 ოქტომბერს ფილადელფიის პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს 27 წლის დანით შეიარაღებულ ფერადკანიან მამაკაცს უოლტერ უოლესს. მედიის ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მედიკამენტებს იღებდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და უოლესის გარდაცვალების ფაქტს სამართალდამცავები გამოიძიებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system