თავში

ფილიპინებში 3 მოზარდი ელვის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ფილიპინებში 3 მოზარდი ელვის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
ფილიპინებში 3 მოზარდი ელვის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ფილიპინების სანაპიროზე სამი მოზარდი ბიძაშვილი ელვის დარტყმისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ Mirror წერს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 4 ბიძაშვილი საპიკნიკოდ სახლთან ახლოს ზღვის სანაპიროზე წავიდა. ისინი ზღვაში ბანაობდნენ. მოულოდნელად ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი დაიწყო, რასაც ელვა მოჰყვა. სამი მათგანი ადგილზე  გარდაიცვალა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

ქალაქის მეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ელვა, შესაძლოა, ტელეფონს მიეზიდა, რომელიც მათ ახლოს ჰქონდათ.

"სმარტფონების გამოსხივებას ელვის მოზიდვა შეუძლია. მაქსიმალურად ეცადეთ, ჭექა-ქუხილის დროს გარეთ ტელეფონები არ გამოიყენოთ", - განაცხადა ერთ-ერთმა მეტეოროლოგმა.

მეტეოროლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ცუდ ამინდებში გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system