თავში

ფილიპინებში ბავშვს ცხვირზე "ხორთუმი" გაეზარდა

ფილიპინებში ბავშვს ცხვირზე "ხორთუმი" გაეზარდა
ფილიპინებში ბავშვს ცხვირზე ხორთუმი გაეზარდა

ფილიპინებში, კუნძულ მინდანაოზე მცხოვრებ ბიჭს ცხვირზე სიმსივნე გაეზარდა, რის გამოც მეზობლებმა მას "ხორთუმიანი" ბავშვი დაარქვეს. 

პატარა ბიჭუნას, სახელად ჯეილორდ ოქლარიტს. სიმსივნური წამონაზარდი, პირველად 2 წლის წინ გაუჩნდა. მშობლიურ სოფელში, ექიმები ვერაფერს გახდნენ და წანაზარდმა ზრდა განაგრძო. 

ჯეილორდის მშობლებმა ფილიპინების დედაქალაქში, მანილაში გასამგზავრებლად საჭირო თანხის შეგროვება 2019 წელს შეძლეს. იქ კვლევებმა დაადგინეს, რომ სიმსივნე ავთვისებიანი არ არის, მაგრამ მისმა შემდგომმა ზრდამ, შესაძლოა, ბავშვის ორგანოებს ზიანი მიაყენოს. 

ოჯახს დედაქალაქში ერთი წლის გატარება მოუწევს, რათა ბიჭუნამ თერაპიის კურსი ჩაიტაროს. ექიმებმა აღნიშნეს, რომ ბიჭს ოპერაციას ვერ ჩაუტარებენ, რადგან მისი ფილტვები და გული ძალიან სუსტია. 



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system