თავში

ფილიპინებში სააღდგომო ლოქდაუნი გამოცხადდა

​ფილიპინებში სააღდგომო ლოქდაუნი გამოცხადდა
ფილიპინებში სააღდგომო ლოქდაუნი გამოცხადდა

ფილიპინებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ სააღდგომოდ შეზღუდვები გაამკაცრა. ფილიპინების მოსახლეობის 90% ქრისტიანია. 25 მილიონი ადამიანი წელს აღდგომის დღესასწაულს ტრადიციულად ვერ აღნიშნავს. მკაცრი იზოლაცია დედაქალაქ მანილასა და მიმდებარე რეგიონებს - ბულაკანს, კატივეს, ლაგუნასა და რიზალის პროვინციებს შეეხება. მანილაში დაიხურება მეტრო. აიკრძალება რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებული თავყრილობები. 18:00-დან დილის 5 საათამდე კომენდანტის საათი ცხადდება. ქუჩაში 10 კაცზე მეტის შეკრება, დახურულ სივრცეში კი ნებისმიერი თავყრილობა იკრძალება.

გამკაცრებული რეგულაციები ქვეყანაში ინფიცირების 9838 ახალი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი იყო პანდემიის გავრცელების დღიდან, პრეზიდენტის კაბინეტმა შეზღუდვების ახალი ეტაპი გამოცხადა.

ფილიპინებში, რომელიც აზიის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანა, ინფიცირების 720 000 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 13 170 ადამიანი გარდაიცვალა.

რეგულაციები დღეიდან შედის ძალაში და 4 აპრილამდე გაგრძელდება.

ფილიპინებში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, თუმცა, ვაქცინის ნაკლებობის გამო ის ჯერ მხოლოდ მედპერსონალზე ვრცელდება. ხელისუფლების განცხადებით, ვაქცინის ახალი პარტია ქვეყანაში მალე შევა და აცრის გაკეთების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system