თავში

ფილიპინებში ციხის ბუნტს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

​ფილიპინებში ციხის ბუნტს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ფილიპინებში ციხის ბუნტს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინების დედაქალაქის რეგიონის ციხეში მომხდარი შეტაკებისას, სულ მცირე, ექვსი პატიმარი დაიღუპა და 33 დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხის მართვისა და პენოლოგიის ბიუროს წარმომადგენელმა, ხავიერ სოლდამ განაცხადა.

მისი თქმით, ბუნტი ორ პატიმარს შორის სიტყვიერი შეტაკების შემდეგ დაიწყო.

"ციხე მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში რჩება", - განაცხადა სოლდამ.

მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამ ციხეში ამჟამად 1900 მსჯავრდებულია, ხოლო მისი ტევადობა 200-ზე ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system