თავში

ფილიპინებში ვულკან ტაალის ამოფრქვევის გამო 82 ათასი ადამიანი ევაკუირებულია

​ფილიპინებში ვულკან ტაალის ამოფრქვევის
ფილიპინებში ვულკან ტაალის ამოფრქვევის გამო 82 ათასი ადამიანი ევაკუირებულია

ფილიპინებში ვულკან „ტაალის“ აქტიურობა გრძელდება. ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვმა სამს მიაღწია. ვულკანის კრატერიდან 14 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობა ევაკუირებულია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბატანგასის პროვინციაში, 65 ქალი და 27 წლის მამაკაცი დაიღუპნენ. მანამდე პოლიცია სატვირთო მანქანის მძღოლის გარდაცვალების  შესახებ იტყობინებოდა. ვულკანის მიერ ამოფრქვეული ფერფლისა და კვამლის ხილვადობა ცუდი იყო და მამაკაცმა მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა.

ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ცხელი ლავისა და ფერფლის ამოფრქვევა ნებისმიერ მომენტში შეიძლება განმეორდეს.

მოქმედმა ვულკანმა 12 იანვარს გაიღვიძა და ცხელი ფერფლის ნაკადი ამოუშვა. მას შემდეგ ფილიპინებში ვულკანური მიწისძვრის 52 შემთხვევა დაფიქსირდა.

მსოფლიოში მოქმედ 10 ვულკანს შორის, "ტაალი“ ყველაზე პატარა და, ამავე დროს, ყველაზე აქტიური ვულკანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system