თავში

ფილიპინებზე კოვიდ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა

ფილიპინებზე კოვიდ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა
ფილიპინებზე კოვიდ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა

ფილიპინებზე, ხუთსართულიან საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

გამოცემის ცნობით, ხანძრის გამო, საავადმყოფოდან რამდენიმე ათეული ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. 

ინციდენტი დედაქალაქ მანილაში, ფილიპინების სახელმწიფო გენერალურ საავადმყოფოში მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეხანძრეები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძრის ლოკალიზება გამთენიისას გახდა შესაძლებელი. 

ზოგიერთი პაციენტი  ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system