თავში

ფილიპინებზე სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 7 პირი დაიღუპა

ფილიპინებზე სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 7 პირი დაიღუპა
ფილიპინებზე სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 7 პირი დაიღუპა

ფილიპინების საჰაერო ძალების (PAF) ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Manila Bulletin იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ინციდენტი ბუკიდნონის პროვინციაში მოხდა. ვერტმფრენი დიდი სიჩქარით მთას შეეჯახა. 

ორი პილოტი, ეკიპაჟის ორი წევრი და სამი სამხედრო, მათ შორის ვიცე-პოლკოვნიკი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი ერთ-ერთი სამხედრო ბრიგადისკენ საკვების გადასაცემად მიემართებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system