თავში

ფილიპინებზე სუპერ ტაიფუნს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

​ფილიპინებზე სუპერ ტაიფუნს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ფილიპინებზე სუპერ ტაიფუნს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებზე ტაიფუნ "რეის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 405-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბუნებრივი კატასტროფების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, რიკარდო ჯალადმა განაცხადა, რომ ადამიანები ძირითადად წყალდიდობის, ხეების ჩამოვარდნისა და მეწყერის შედეგად დაიღუპნენ.

მისი თქმით, 82 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 1147 დაშავდა.

ტაიფუნის შედეგად 530 ათასზე მეტი შენობა დაზიანდა, მათი მესამედი მთლიანად განადგურდა. ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის ზარალი 459 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

მთავრობის მონაცემებით, სუპერ ტაიფუნმა თითქმის 4,5 მილიონი ადამიანი დააზარალა, მათ შორის დაახლოებით 500 000 ადამიანი ევაკუაციის ცენტრებში იმყოფება.

ტაიფუნი "რეი", რომელიც ფილიპინებს დეკემბერში დაატყდა თავს, ბოლო 10 წლის მანძილზე კუნძულებზე ერთ-ერთ ყველაზე მძლავრად დასახელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system