თავში

ფილმმა "ბორატი 2" სცენარისტების გილდიის ჯილდო მიიღო

​ფილმმა "ბორატი 2" სცენარისტების გილდიის ჯილდო მიიღო
ფილმმა ბორატი 2 სცენარისტების გილდიის ჯილდო მიიღო

კომედია "ბორატი 2" პრესტიჟული პროფესიონალური ჯილდოების მიღებას განაგრძობს. ამჯერად ფილმმა ამერიკის სცენარისტების გილდიის ჯილდო მიიღო.

"ჩემზე ჰოლივუდის სცენარისტების უმეტესობა მუშაობდა", - განაცხადა მთავარი როლის შემსრულებელმა, პროექტის პროდიუსერმა საშა ბარონ კოენმა.

2020 წელს გადაღებულ ფილმში "ბორატი 2" მოვლენები 14 წლის შემდეგ, ისევ ამერიკაში ვითარდება. ყაზახი ჟურნალისტის მიზანი, რომლის როლსაც საშა ბარონ კოენი ასრულებს, კვლავ უცვლელია. მას სურს მეტი გაიგოს ამერიკის კულტურაზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

კინოკრიტიკოსები ფილმს დადებითად აფასებენ და მისი თანამედროვე აქტუალობასა და სატირას აღნიშნავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system