თავში

ფილტვები მოწევით მიყენებული ზიანისგან ჯადოსნურად იკურნება

ფილტვები მოწევით
ფილტვები მოწევით მიყენებული ზიანისგან ჯადოსნურად იკურნება

თქვენს ფილტვებს თითქმის ჯადოსნური შესაძლებლობა აქვთ, მოწევით მიყენებული ზიანისგან აღდგნენ, მაგრამ, როგორც მეცნიერები ამბობენ, მოწევა უნდა შეწყვიტოთ. მანამდე ითვლებოდა, რომ მუტაციები, რომლებიც იწვევენ ფილტვის კიბოს, იყო მუდმივი და მოწევის შეწყვეტის შემდეგაც რჩებოდა.

მოულოდნელი აღმოჩენა, რომელიც გამოცემა "Nature-ში" გამოქვეყნდა, გვაჩვენებს, რომ უჯრედებს, რომლებიც  დაზიანებას გადაურჩნენ, ფილტვების აღდგენა შეუძლიათ. ეს ეფექტი შემჩნეულია იმ პაციენტებშიც, რომლებიც 40 წელი ეწეოდნენ. ათასობით ქიმიური ნივთიერება, რომელიც თამბაქოშია, ფილტვების უჯრედების მუტაციას ახდენს და მათ ჯანმრთელიდან კიბოს უჯრედებად გარდაქმნის. კვლევამ აჩვენა, რომ ეს პროცესი ხდებოდა მწეველის ფილტვებში, სანამ მას კიბო ექნებოდა. მწეველის სასუნთქი გზებიდან აღებული უჯრედების უმეტესი ნაწილი მუტირებული იყო თამბაქოს ზემოქმედებისგან, და 10000-მდე გენეტიკურ ცვლილებას შეიცავდა.

ამაზე შეიძლება ვიფიქროთ როგორც მინი ბომბებზე, რომლებიც შემდეგ დარტყმას ელოდებიან, რათა კიბოდ იქცნენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეცნიერმა ქეით გოუერსმა, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა. 

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უჯრედების მცირე ნაწილი მაინც გადარჩა. ჯერჯერობით გაუგებარია, კონკრეტულად როგორ გადაურჩნენ ისინი მოწევისგან გამოწვეული გენეტიკური განადგურებას, მაგრამ, როგორც მკვლევარები ამბობენ, ისინი თითქოს „ბირთვულ ბუნკერში არსებობდნენ“. 

მკვლევარების თქმით, მას შემდეგ, რაც ადამიანი მოწევას თავს ანებებს, ეს ის უჯრედებია, რომლებიც იზრდებან და ფილტვებში დაზიანებულ უჯრედებს ანაცვლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system