თავში

ფინეთის რესტორნებში სიმღერა და ცეკვა აკრძალეს

​ფინეთის რესტორნებში სიმღერა და ცეკვა აკრძალეს
ფინეთის რესტორნებში სიმღერა და ცეკვა აკრძალეს

ფინეთის რესტორნებში გადაადგილებაზე შეზღუდვა ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია YLE ავრცელებს.

ის ქვეყანაში კორონავირუსის "ბრიტანული შტამის" მესამე ტალღას უკავშირდება, რის გამოც COVID-19-ით ინფიცირების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

მანამდე ხელისუფლება კვების ობიექტების მთლიანად დახურვას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ ისინი მკაცრი სანიტარული ნორმების დაცვით იმუშავებს.

კერძოდ, მომხმარებელი უნდა რჩებოდეს თავის მაგიდასთან, გადაადგილება კი მხოლოდ საპირფარეშოში, ან ბარში სასმელის ასაღებად შეუძლია. კარეოკეში, რომელიც ფინეთში ძალიან პოპულარულია, სიმღერა და ცეკვა იკრძალება.

შეზღუდვა ივნისის ბოლომდე დარჩება ძალაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system