თავში

ფინეთში ადამიანს COVID-19-ზე ტესტზე უარისთვის ციხეში ჩასვამენ

​ფინეთში ადამიანს COVID-19-ზე ტესტზე უარისთვის ციხეში ჩასვამენ
ფინეთში ადამიანს COVID-19-ზე ტესტზე უარისთვის ციხეში ჩასვამენ

ფინეთის ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის ბრძილის მიზნით კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. მათ, ვინც COVID-19-ზე ტესტის ჩატარებაზე უარს იტყვის, ჯარიმა დაეკისრება, ან სულაც სამ თვემდე პატიმრობა.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

მისი ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ზომა განსაკუთრებით აეროპორტში იქნება გამოყენებული.

ადგილობრივი მედია წერს, რომ პარლამენტი კანონპროექტზე დღესვე დაამტკიცებს, რის შემდეგ მას მოაწერს ხელს და ის 22 თებერვალს ამოქმედდება.

18 თებერვლის მონაცემებით, ფინეთში კორონავირუსის 52 209 შემთხვევა დადასტურდა, 725 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან მოსახლეობის 5,5% (243 973 ადამიანი) უკვე ვაქცინირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system