თავში

ფიტნეს ცენტრში ავღანელი ქალები ფარანჯით ვარჯიშობენ

​ფიტნეს ცენტრში ავღანელი ქალები ფარანჯით ვარჯიშობენ
ფიტნეს ცენტრში ავღანელი ქალები ფარანჯით ვარჯიშობენ

ავღანეთის ყანდაღარის სამხრეთ პროვინციაში ქალებისთვის ფიტნეს ცენტრი გაიხსნა. ინიციატივა უფლებადამცველ მარიამ დურანის ეკუთვნის. იგი ავღანელი ქალების უფლებებისთვის უკვე მრავალი წელია იბრძვის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

36 წლის უფლებადამცველი ქალების რადიოსადგურს ხელმძღვანელობს და ადგილობრივი საბჭოს წევრია. ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის დურანი 2012 წელს მიშელ ობამამ პრიზით დააჯილდოვა.

ავღანეთში, სადაც ისლამურ "თალიბანს" ქვეყანაში გადამწყვეტი სიტყვა აქვს, ქალები გარეთ ძირითადად ფარანჯით დადიან. 1996 წლიდან 2001 წლის ჩათვლით, როცა ავღანეთის ხელისუფლების სათავეში "თალიბები" იყვნენ, ქალს გარეთ გასვლა მამაკაცის თანხლების გარეშე ეკრძალებოდა. 

მარიამ დურანი ცდილობს, რომ უკიდურესად არქაულ და კონსერვატიულ გარემოში მცხოვრებმა ავღანელ ქალებმა გარკვეული თვისუფლების მოპოვება შეძლონ. სპორტული დარბაზი ქალებითვის მან გასულ წელს გახსნა, სადაც ყოველდღიურად 50 ქალი იკრიბება. ფიტნესცენტრში ისინი, რა თქმა უნდა, ფარანჯითა და ჩადრებით არიან წარმოდგენილები.

სიახლეს ქალები თავიდან კრიტიკულად შეხვდნენ. ფიქრობდნენ, რომ ეს აქტივობა შარიათს ეწინააღმდეგებოდა. სპორტდარბაზმა და სახლის გარეთ აქტივობამ ქალების წარმოდგენები და სტერეოტიპები მათ უფლებებზე გარკვეულწილად შეცვალა, თუმცა ბევრი მათგანი ჯერ კიდევ სკეპტიკურად არის განწყობილი. მარიამ დურანის განცხადებით, მისი მთავარი მიზანია, რომ ქალებმა საზოგადოებაში თავი ადამიანებად იგრძნონ.

ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გასვლისა და "თალიბების" მხრიდან ახალი ძალაუფლების მოპოვების ფონზე ქალები შიშობენ, რომ მათი უფლებები ისევ უკიდურესად შეიზღუდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system