თავში

ფლორიდაში გენმოდიფიცირებულ კოღოებს გაუშვებენ

ფლორიდაში გენმოდიფიცირებულ კოღოებს გაუშვებენ
ფლორიდაში გენმოდიფიცირებულ კოღოებს გაუშვებენ

მწერების მიერ დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ფლორიდაში ათასობით გენმოდიფიცირებული კოღოს გაშვება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Nypost ავრცელებს. 

ბრიტანული ბიოტექნიკური კომპანიის, Oxitec-ის პროექტი მიზნად ისახავს Aedes aegipti-ის კოღოების პოპულაციის კონტროლს. ამ ტიპის კოღოებს შეუძლიათ ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორიცაა ზიკა და დენგეს ცხელება.

გენმოდიფიცირებული მამრი კოღოების გაშვება, რომლებიც შემდგომში შეწყვილდებიან არაგენმოდიფიცირებულ მდედრებთან, კოღოების პოპულაციის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ მდედრი კოღოები იკბინებიან და სწორედ მათ გადააქვთ დაავადება. გენმოდიფიცირებულ მამრებთან შეწყვილების შემდეგ კი, მათ შთამომავლებში "სიკვდილის მექანიზმი" აქტიურდება და მდედრი ნაშიერები კვდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system