თავში

ფლორიდაში პერსონალის დეფიციტის გამო სამშობიარო დაიხურა

​ფლორიდაში პერსონალის დეფიციტის გამო სამშობიარო დაიხურა
ფლორიდაში პერსონალის დეფიციტის გამო სამშობიარო დაიხურა

აშშ-ში, ფლორიდას შტატში, პერსონალის დეფიციტის გამო სამშობიარო Holy Cross Health დაიხურა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას The Daily Mail ავრცელებს.

საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების გამო, მათ ჯანმრთელი მედიკოსები აღარ დარჩათ.

ამასთან, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებები და მშობიარობის შემდგომი განყოფილებები ღია დარჩება, თუმცა საავადმყოფო ახალ მშობიარეებს აღარ მიიღებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს სამშობიარო მუშაობის სრულყოფილად განახლებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system