თავში

ფლორიდაში შეიარაღებულმა კაცმა 4 ადამიანი მოკლა, მათ შორის ჩვილი

ფლორიდაში შეიარაღებულმა კაცმა 4 ადამიანი მოკლა, მათ შორის ჩვილი
ფლორიდაში შეიარაღებულმა კაცმა 4 ადამიანი მოკლა, მათ შორის ჩვილი

ფლორიდაში შეიარაღებულ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქალი, ჩვილით ხელში. 

პოლიციასთან შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, ბოროტმოქმედი დაიჭრა და მისი დაკავება მოხერხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე იმდენად აგრესიული იყო, რომ მან სცადა პოლიციელისთვის იარაღი წაერთმია მაშინ, როდესაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ათავსებდნენ. 

სამართალდამცველებმა ადგილზე იპოვეს 11 წლის გოგონაც, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 

შერიფის თქმით, თავდამსხმელი სრულად იყო აღჭურვილი დამცავი სამოსით, მათ შორის ჯავშანჟილეტით. 

პოლიცია გარდაცვლილების ვინაობასა და დანაშაულის მოტივს ამ ეტაპზე არ აჟღერებს. მათი თქმით, გამოძახება საეჭვო ავტომობილის შესახებ მიიღეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system