თავში

ფლორიდაში წყალმა მსოფლიოში უდიდესი ხერხთევზა გამორიყა

​ფლორიდაში წყალმა მსოფლიოში უდიდესი ხერხთევზა გამორიყა
ფლორიდაში წყალმა მსოფლიოში უდიდესი ხერხთევზა გამორიყა
© Fish and Wildlife Research Institute

აშშ-ში მეცნიერებმა ყველაზე დიდი ხერხთევზა დააფიქსირეს. მკვდარი ამფიბია ოკეანემ ფლორიდის სანაპიროზე გამორიყა. ინფორმაციას Live Science ავრცელებს.

დედალი თევზის სიგრძე 4,9 მეტრი იყო და მას მუცელში ბეისბოლის ბურთის ზომის ქვირითი ჰქონდა. მეცნიერები ხერხთევზას ასაკისა და სიკვდილის მიზეზების დადგენაზე მუშაობენ. 

კიდევ ერთ ხერხთევზა, თუმცა არა ასეთი გიგანტური ზომის, წყალმა იქვე ახლოს გამორიყა. თევზების შესახებ მოსახლეობამ სპეციალურ სამსახურს ცხელ ხაზზე აცნობა.

სპეციალისტებმა ცოტა რამ იციან თევზების ამ სახეობის შესახებ. მათზე დღეისათვის დიდი დაკვირვება მიმდინარეობს. ფლორიდის სანაპიროზე ხერხთევზას დრო და დრო იჭერენ და შემდეგ ისევ ოკეანეში უშვებენ, რომელთაგან მთელი წლის განმავლობაში ინფორმაციას ღებულობენ. ბიოლოგების თქმით, გიგანტური ზომის ხერხთევზას დაღუპვა საწყენია, თუმცა ამას კარგი მხარეც აქვს. მეცნიერები მის შესახებ ბევრი საჭირო ინფორმაციის მიღებასა და ცოდნის შევსებას შეძლებენ. 

ხერხთევზა დინგხერხიანი სკაროსების ოჯახის ერთადერთი გვარია და გადაშენების პირასაა. მათ მეტად წაგრძელებული და გაბრტყელებული დინგი აქვთ, რომლის ორივე მხარეზე კბილისმაგვარი გამონაზარდებია. ლაყუჩის ხვრელები განლაგებული აქვთ თავის ქვედა მხარეზე. აერთიანებს 7 სახეობას. გავრცელებულია ყველა ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში, ზოგჯერ მდინარეებშიც შედიან. იკვებებიან თევზებითა და უხერხემლო ცხოველებით. კვერცხცოცხლადმშობები არიან; შობენ 15-20 ლიფსიტას. ჩვეულებრივი ხერხთევზა 4,8 მეტრამდე სიგრძისაა და მისი მასა 2 ტონამდე აღწევს. სარეწაო მნიშვნელობა თითქმის არა აქვთ. ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system