თავში

ფრანგმა მწერალმა ჟან-პოლ დიუბუამ გონკურის პრემია მიიღო

​ფრანგმა მწერალმა ჟან-პოლ დიუბუამ გონკურის პრემია მიიღო
ფრანგმა მწერალმა ჟან-პოლ დიუბუამ გონკურის პრემია მიიღო

ფრანგ მწერალს, ჟან-პოლ დიუბუას ლიტერატურის დარგში გონკურის პრემია გადაეცა. ჟიურიმ გამარჯვებული ხმათა უმრავლესობით აირჩია.

კონკურსზე მან რომანი „ყველა ადამიანი ერთნაირად არ ცხოვრობს“ წარადგინა. სიუჟეტის მთავარი გმირი მამაკაცია, რომელიც მონრეალის ერთ-ერთ ციხეში იხდის სასჯელს. ის საკუთარ ცხოვრებას ციხემდე და მის შემდეგ აღწერს.

გონკურის ლიტერატურული საზოგადოება ოფიციალურად 1902 წელს ჩამოყალიბდა. პირველი პრემია 1903 წლის 21 დეკემბერს გაიცა. ეს ყველაზე პრესტიჟული ფრანგული პრემიაა, რომლითაც წლის საუკეთესო რომანი ჯილდოვდება. პრემიის თანხა სიმბოლურია და მხოლოდ 10 ევროს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system