თავში

NATO-ში დემოკრატიის მდგრადობის ცენტრის შექმნა სურთ

​NATO-ში დემოკრატიის მდგრადობის ცენტრის შექმნა სურთ
NATO-ში დემოკრატიის მდგრადობის ცენტრის შექმნა სურთ

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა, ჯერალდ კონოლიმ პარტნიორებისა და მოკავშირეების დასახმარებლად, ალიანსის ფარგლებში დემოკრატიული მდგრადობის ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. განცხადება მან ყირიმის პლატფორმის პანელური დისკუსიის დროს გააკეთა.

მისი თქმით, "ავტოკრატები მოსკოვში, პეკინსა და სხვა ქალაქებში" ცდილობენ, დაარღვიონ საერთაშორისო ნორმები და დემოკრატიული სტანდარტები მთელს მსოფლიოში.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დემოკრატიული პროგრესი. მდგრადი დემოკრატია ჩვენი მძლავრი იარაღია. ამ კონტექსტში, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ღირებულება. სწორედ ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ NATO-ში დემოკრატიული მდგრადობის ცენტრის შექმნას, რომელიც დაეხმარება ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს მოთხოვნისთანავე, თუ დემოკრატიისთვის გარკვეული საფრთხე არსებობს“, - განაცხადა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ.

მან დასძინა, რომ რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმი უკრაინას მუდმივად ესხმის თავს. ის დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციასა და იმის მიღწევას ცდილობს, რომ "დემოკრატიული მოდელი თქვენთვის საუკეთესო ალტერნატივა არ იყოს".

”უკრაინამ დემოკრატიული კონსოლიდაციისა და დემოკრატიული განვითარების გზა უნდა გააგრძელოს. თქვენ ეს გზა 30 წლის წინ აირჩიეთ და ის თქვენთვის მთავარი უნდა დარჩეს”, - განაცხადა კონოლიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system