თავში

"ფუკუშიმა-1-ის" წყლის ზღვაში ჩაშვების ოპერაციას IAEA გააკონტროლებს

"ფუკუშიმა-1-ის" წყლის ზღვაში ჩაშვების ოპერაციას IAEA გააკონტროლებს
ფუკუშიმა-1-ის წყლის ზღვაში ჩაშვების ოპერაციას IAEA გააკონტროლებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იაპონური ატომური ელექტროსადგურიდან ოკეანეში წყლის გადაღვრის ოპერაციას გააკონტროლებს. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Kyodo ავრცელებს.

გროსიმ აღნიშნა, რომ IAEA მონიტორინგს იაპონიის მთავრობასთან თანამშრომლობით განახორციელებს. მისივე თქმით, IAEA საერთაშორისო ექსპერტებს მოიწვევს, რათა ბირთვული ელექტროსადგურიდან წყლის გამოდინების მომავალი ოპერაციების "ხარისხი გააუმჯობესონ".

IAEA-ს ხელმძღვანელის განცხადებით, იაპონიას ოპერაციის მარტო განხორციელებაც შეუძლია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე. მისი რწმენით, IAEA-ს ჩართვა სწორი გადაწყვეტილებაა.

”არ მგონია, უფრო ეფექტური მეთოდი არსებობდეს, რომლის დახმარებითაც საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწვდით საჭირო, დროულ და ყოვლისმომცველი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება ატომურ ელექტროსადგურზე”, - განაცხადა გროსიმ.

შეგახსენებთ, რომ იაპონია დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუშიმა -1"-ის წყალს ზღვაში ჩაუშვებს, მას შემდეგ რაც სითხე საფუძვლიანად გაიწმინდება. წყალი ახლა სადგურის წყალსაცავებში ინახება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system